ტოჩინოშინის მეორე მარცხი

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე მარცხი ნაგოია ბაშოზე (ვიდეო)

ნაგოია ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაის შეხვდა და ბრძოლა იორიკირის ილეთით დათმო.

ამ მარცხით, ქართველი სუმოიტორის ბალანსი ტურნირზე 0:2-ზე გახდა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოზე მხრის ტრავმით ასპარეზობს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე კომოსუბი რიუდენი იქნება, ვისთანაც მას დადებითი ბალანსი 1:0-ზე აქვს.

კომენტარები