ლევან ვასაძე

ვასაძე: ანტისაოკუპაციო აქციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა გახარია არ უნდა გადადგეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

რუსთაველის გამზირზე პრორუსულ ექსტრემისტულ დაჯგუფებებსა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს ლევან ვასაძის ძალადობრივი დაჯგუფება შეუერთდა. ისინი ტერიტორიის ბანერებისგან განთავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს შეკრების საშუალებას არ მისცემენ.   

ლევან ვასაძის თქმით კი, მას ანტისაოკუპაციო აქციის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა გახარიას გადადგომას არ ემხრობა.  

"არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო ხალხის, რომელიც აპროტესტებს რუსეთის ოკუპაციას. მე იმ 96%-ს მივეკუთვნები, ვინც ამბობს, რომ გახარია არ უნდა გადადგეს." 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისიდან იმართება. აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები