სირცხვილია

სირცხვილია: კრემლის მართული ჯგუფების მობილიზების მიუხედავად, 19:00-ზე პარლამენტთან გელოდებით

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია დღეს, 19:00-დან განახლდება. აქციის ორგანიზატორები შს მინისტრის გადადგომას დღესაც მოითხოვენ.

"პროტესტის მე-19 დღე! ჩვენი მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ მთავრობამ ქართული მარში და კრემლის მიერ მართული ჯგუფები მოაბილიზა.

18 დღეა, პარლამენტთან, საქართველოს სამსახურში ვდგავართ და ვითხოვთ შს მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომას. არც დღეს შეიცვლება რამე. 19:00-დან, საქართველოს სამსახურში გელოდებით" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. მისი თქმით, "გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა, უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქ გვინდა პარაკლისის გადახდა". ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

"მე არ გამიგია, ადამიანი 14 დღე შიმშილობდეს და ფიზიკურად იმატებდეს, ცოტა უცნაურია და ჩვენ მივეხმარებით, როგორ იშიმშილონ" - თქვა პრორუსული დაჯგუფების ლიდერმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები