რუსთავი 2

ბურჯანაძე: ურთიერთობებს რუსეთთან გავაგრძელებ, რომ შერბილდეს ვაიპატრიოტების ღალატი

Nino Burjanadze

"რა თქმა უნდა მე ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან გავაგრძელებ იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყისა, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, ვინც ვითომ ვაიპატრიოტიზმისა და ურაპატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არც ერთ ქართველ პატრიოტს, ყველაზე სასტიკი მტერის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია" - ამის შესახებ პუტინისტური ძალის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, პოსტკრიპტუმში გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება არსებულ ვითარებას გაამწვავებს და რუსეთის მხრიდან გასაკვირი არაა მომხდარზე მწვავე რეაგირება. ბურჯანაძის თქმით, ეს ადეკვატურიც იქნება.

"მე მგონია, რომ მწვავე რეაქცია რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ აქ არ არის ლაპარაკი ერთი ადამიანის შეურაცხყოფაზე, ეს არის ზოგადად მთელი ერის შეურაცხყოფა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას ვთვლი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ერის შეურაცხყოფად იმიტომ, რომ არავის, არასდროს არ უნდა აკადრო ეს, ვინც არ უნდა იყოს და პირველ რიგში ეს არ უნდა აკადრო შენს თავს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაამწვავებს ვითარებას და ურთიერთობას. რა თქმა უნდა მე ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან გავაგრძელებ იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი საკუთარი ქვეყისა, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, ვინც ვითომ ვაი პატრიოტიზმისა და ურა პატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არც ერთ ქართველ პატრიოტს, ყველაზე სასტიკი მტერის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია" - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ცნობისთვის, გუშინდელ პოსტსკრიპტუმში, გადაცემის წამყავნმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემმ და ქართული ოცნების დეუტატებმა. საგარეო უწყებამ გაბუნიას გინება პროვოკაციად შეაფასა, რომელიც "რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას" ემსახურება. სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსთავი 2-ის და გიორგი გაბუნიას "ქმედებებს შეფასება მისცენ", თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". ასევე გუშინ ღამე, რუსთავი 2-ის შენობასთან ხალხი შეიკრიბა გაბუნიას არხიდან წასვლის მოთხოვნით.

კომენტარები