ფაშისტური და ძალადობრივი ჯგუფები

პუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე ქალს ოკუპაციის გაპროტესტების საშუალება არ მისცეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მოქალაქე, რომელიც პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფების აქციაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია და აქციაზე ოკუპაცია უნდა გააპროტესტონ, სცენიდან ყვირილით ჩამოიყვანეს. ეკა ჯანაშიას სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს და პროვოკატორი უწოდეს.

"18 დღეა, ყოველ დღე დავდივარ აქ და ვაპროტესტებ ოკუპაციას. დავდივარ ატოცში, როცა შემიძლია და ჩამაქვს დახმარებები. დავდივარ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და მათგან რაღაცებს ვყიდულობ, რადგან მინდა მათ ჰქონდეს შემოსავალი. ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მგონია. იმიტომ დავდივარ აქ,რომ ეს არის ანტისაოკუპაციო და მგონია, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა არის ის, რაშიც საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ", - ამბობს ეკა ჯანაშია.

მისივე თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დღეს დილიდან დაიკავეს. დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისინი პარლამენტთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ დღეს დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა.

ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გეგმის მიხედვით, "სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე უნდა განახლდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები