რუსული ოკუპაცია

პარლამენტთან მიმდინარე ჰომოფობიურ აქციას ლგბტ დროშამ გადაუფრინა (Video)

პარლამენტთან მიმდინარე ჰომოფობიურ, პრორუსულ აქციას ლგბტ დროშამ გადაუფრინა.

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. მისი თქმით, "გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა, უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქ გვინდა პარაკლისის გადახდა". ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

"მე არ გამიგია, ადამიანი 14 დღე შიმშილობდეს და ფიზიკურად იმატებდეს, ცოტა უცნაურია და ჩვენ მივეხმარებით, როგორ იშიმშილონ" - თქვა პრორუსული დაჯგუფების ლიდერმა. 

ფაშისტური ჯგუფები ჯვარ-კომბლებით რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც დღეს დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა.

კომენტარები