საქართველო-რუსეთი

Единая Россия: საქართველოდან ღვინის, წყლის და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე ვიმსჯელებთ

tass.ru

რუსეთის დუმის ფრაქცია, "ედინაია რასია" საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტის აკრძალვის საკითხის დაყენებას აპირებს. ასევე, განიხილება საკითხი საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვასთან დაკავშირებით. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავ არის რუსოფობიული განწყობა. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს რუსეთის მოქალაქეებს. ვხედავთ, თუ როგორ ესხმიან აღშფოთებული ელემენტები თავს ჩვენს ტურისტებს და ახევენ „გეორგიევსკის ლენტებს". რა თქმა უნდა, ეს ქმედებები ჩვენთვის მიუღებელია. სახელმწიფო დუმის საბჭოზე დღეს დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინისა და წყლის ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვაზე.“

ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი იმედოვნებს, რომ კოლეგები სხვა ფრაქციებიდან ამ წინადადებას მხარს დაუჭერენ და განმარტავს, რომ ზომების მიღება ბოლო დროს მომხდარი "არამეგობრული ქმედებების" გამო გახდა საჭირო. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 20 ივნისის აქციის შემდეგ საქართველოში ფრენებზე დროებითი აკრძალვა დააწესა. აკრძალვა დღეს შევიდა ძალაში. საქართველოში ჩამოსვლაზე უარის თქმა დაახლოებით 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.  

კომენტარები