რუსული ოკუპაცია

პროპუტინური, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა "სირცხვილიას" ორგანიზატორს ბოთლები დაუშინეს

ტაბულა

ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო პარლამენტთან. ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ერთერთ ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს.

დილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პროპუტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, ქართულმა მარშმა და ლევან ვასაძის მომხრეებმა დაიკავეს. დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. მისი თქმით, "გვიყვარს რუსთაველი, მინდა შვილებთან ერთად გავისეირნო და არ დავინახო ეს საშინელი ხალხი, რომლებიც იძახიან რევოლუცია და აბა, უნდა შევვარდეთ, შევიჭრათ და დავანგრიოთ. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქ გვინდა პარაკლისის გადახდა". ისაკაძემ ასევე გადაწყვიტა, გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს მეთვალყურეები დაუყენოს.

პროპუტინური ძალების მობილიზების მიუხედავად, პარლამენტთან აქცია იგეგმება დღესაც. "სირცხვილიას" ორგანიზატორები მოუწოდებენ თავისუფალ მოქალაქეებს, 19:00-დან შეუერთდნენ პროტესტის მე-19 დღეს. ისინი პუშკინის სკვერთან შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს გიორგი გახარია. 

კომენტარები