რუსთავი 2

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა

რუსთავი 2

პოსტ სკრიპტუმის წამყავს, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, არსებული შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც გიორგი გაბუნია ამზადებს ან მიჰყავს.

"რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანომ, საკუთარი ინიციტივით განიხილა 7 ივლისს გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში," ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ მომზადებული საავტორო ტექსტი, რომელიც მან გადაცემის შესავალ ნაწილში წარმოთქვა. თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით, ეს შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყავს (არჩევანი, P.S.). გადაწყვეტილების დასაბუთებული ტექსტი გამოქვეყნდება მოგვიანებით "რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდზე." - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. გარდა ამისა, გუშინ ღამე ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები, ასევე, რუსთავი 2-თან გამართული აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.

კომენტარები