თბილისი პრაიდი

შსს-სთან "პარტიზანული პრაიდი" დაიწყო (LIVE)

0 კომენტარი

თბილისი პრაიდი შსს-სთან აქციას მართავს. სპონტანური "პარტიზანული პროტესტის" გადაწყვეტილება საორგანიზაციო ჯგუფმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან "მშვიდობიანი მოქალაქეები შეატოვა მოძალადე ჯგუფებს".

ღირსების მარში 13-23 ივნისს, LGBT კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის და 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაწყებული აქციების გამო, ღონისძიება დროებით გადაიდო. 

ინფორმაცია, რომ მარში დღეს გაიმართებოდა, 7 ივლისს გახდა ცნობილი, თუმცა, მალევე, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა "მობილიზაცია გამოაცხადეს" და Tbilisi Pride-ს აქტივისტების და მხარდამჭერების "ქამრებით გათრევა" დააანონსეს. ამის შემდეგ, შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებთან კონტაქტი შეწყვიტა. იმის გამო, რომ სამინისტრო ღირსების მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია შსს-სთან გაემართათ და სისტემა გაეპროტესტებინათ.

ძალადობრივმა დაჯგუფებებმა აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, რის გამოც, თბილისი პრაიდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ, პროპუტინური დაჯგუფებებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს - ისინი ახლა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს არ აძლევენ მიტინგის ჩატარების შესაძლებლობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები