თბილისი პრაიდი

პრაიდის ორგანიზატორი: ღირსების მარში შედგა (ფოტოები)

0 კომენტარი

"პარტიზანული პრაიდი" შსს-სთან დასრულდა. მათ გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს, რადგან მინისტრმა "მშვიდობიანი მოქალაქეები შეატოვა მოძალადე ჯგუფებს".

თბილისი პრაიდის ორგანიზატორის გიორგი თაბაგარის შეფასებით, "ღირსების მარში შედგა". მისი თქმით, ლგბტ ადამიანები არ დათმობენ საჯარო სივრცეებს, რომლებიც მათაც ეკუთვნით.

ღირსების მარში 13-23 ივნისს, LGBT კვირეულის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის და 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაწყებული აქციების გამო, ღონისძიება დროებით გადაიდო. 

ინფორმაცია, რომ მარში დღეს გაიმართებოდა, 7 ივლისს გახდა ცნობილი, თუმცა, მალევე, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა "მობილიზაცია გამოაცხადეს" და Tbilisi Pride-ს აქტივისტების და მხარდამჭერების "ქამრებით გათრევა" დააანონსეს. ამის შემდეგ, შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებთან კონტაქტი შეწყვიტა. იმის გამო, რომ სამინისტრო ღირსების მარშის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდა, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია შსს-სთან გაემართათ და სისტემა გაეპროტესტებინათ.

ძალადობრივმა დაჯგუფებებმა აქციის ჩატარების ადგილი და დრო შეიტყვეს, რის გამოც, თბილისი პრაიდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ, პროპუტინური დაჯგუფებებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს - ისინი ახლა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს არ აძლევენ მიტინგის ჩატარების შესაძლებლობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები