აქცია რუსთავი 2-თან

"რუსთავი 2"-თან შეკრებილები ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არხიდან წასვლას ითხოვენ

რუსთავი 2

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის წინ აქცია იმართება. მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი გაბუნიასათვის უფლებამოსილების ორი თვით შეჩერება საკმარისი არ არის და ის და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხიდან უნდა წავიდნენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით აქციის მონაწილეები მათი ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად არიან გაწყობილი და მათ ფიზიკურადაც ეხებიან.

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. გარდა ამისა, გუშინ ღამე ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები, ასევე, რუსთავი 2-თან გამართული აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.

გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. ტელეკომპანიის ცნობით, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, არსებული შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც გიორგი გაბუნია ამზადებს ან მიჰყავს.

კომენტარები