რუსული ოკუპაცია

ვასაძე: მობრძანდეს თალაკვაძე და დაგვპირდეს, რომ გააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს

ტაბულა

ძალადობრივი დაჯგუფების ორგანიზატორმა ლევან ვასაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე პროპუტინურ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძე უნდა მივიდეს აქციაზე და დადოს პირობა, რომ გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი.

"მობრძანდეს პარლამენტის თავმჯდომარე აქ და მოგცეს პირობა, რომ გააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს", - თქვა ლევან ვასაძემ.

პროპუტინისტური ძალები არჩილ თალაკვაძის აქციაზე მისვლამდე დაშლას არ აპირებენ.

კომენტარები