ანტისაოკუპაციო აქცია

შსს ანტისაოკუპაციო აქციაზე მომხდარ თავდასხმაზე: დანაშაულის ჩამდენი დადგენილია

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეზე თავდასხმის ჩამდენი პირი დადგენილია და გამოძიება ძალადობის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. შსს-ში ამბობენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება დღეს საღამოს მოხდა - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავის არეში აქვს დაზიანება. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. დაზარალებულის დის თქმით, უცნობმა პირმა მის ძმას თავში ქამარი ჩაარტყა.

"20 ივნისიდან, ყოველ საღამოს ვდგავართ საქართველოს სამსახურში მე, ჩემი ძმა და დედაჩემი, ვლაპარაკობდით, მოვიდა ვიღაც ბიჭი და ქამარი ჩაარტყა მთელი ძალით თავში, სისხლი წასკდა" - ამბობს დაშავებულის და TV პირველთან

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები