აქცია სირცხვილია

რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა და აქციის მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე გზა გაიხსნა, რის შემდეგაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორიაზე მისვლა შეძლეს. თუმცა, მათ და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან კორდონი ჰყოფთ.

მთელი ღამის განმავლობაში რუსთველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. მიუხედავად კონტრაციის მონაწილეობის რაოდენობის შემცირებისა, პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მისვლის უფლება 06:40 საათამდე არ მისცა.

ამ პერიოდის განმავლობაში აქციის "სირცხვილია" ორგანიზატორების ნაწილი პარლამენტის წინ, სცენასთან იმყოფებოდა და სცენას იცავდა, რათა ეს ტერიტორიაც არ დაეკავებინათ ძალადობრივ ჯგუფებს.

შეგახსენებთ, რომ პუტინისტური ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ, მათივე "უსაფრთხოებიდან გამომდინარე". ამ დროს პარლამენტთან აქციას ძალადობრივი ჯგუფები ატარებდნენ.

პრორუსულ და ანტისაოკუპაციო აქციებს ერთმანეთისგან პოლიციის და ავტობუსების კორდონი ჰყოფდა.

20 ივნისის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დილიდან დაიკავეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების საშუალებას აღარ მისცემდნენ.

კრემლისგან მართული ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ამის შემდეგ, თითქმის რვა საათია, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ითხოვენ, ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ პარლამენტთან არ გადაინაცვლებენ და თავიანთ სცენას არ დაიკავებენ.

კომენტარები