აქცია სირცხვილია

პრორუსულმა ძალებმა პარლამენტის წინ ღამე გაათენეს და ამ დრომდე იქ რჩებიან

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პრორუსულმა ძალებმა პარლამენტის წინ ღამე გაათენეს და ამ დრომდე რჩებიან. 

პარლამენტთან არიან აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორებიც, რომლებიც სცენას იცავენ, რათა ისიც მოძალადეთა ჯგუფებმა არ დაიკავონ. 

პრორუსულმა ძალებმა ღამე პარლამენტის წინ გაათენეს. დილის 07:00-მდე გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქციის მონაწილეების რიცხვი მცირე იყო და სამანქანო გზის ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობდა. 

06:40-მდე პოლიცია ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის ტერიტორიაზე სცენასთან მისვლის უფლებას არ აძლევდა და მიზეზად მათ უსაფრთხოებას ასახელებდა. 06:40-ზე გზა გაიხსნა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სცენასთან მისვლის საშუალება მიეცათ. 

აქცია "სირცხვილია 19.0" კონტრაქციის პარალელურად ჩატარდა. აქციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

პროდასავლურ და პრორუს ადამიანებს პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები ჰყოფდათ

ამ პერიოდის განმავლობაში აქციის "სირცხვილია" ორგანიზატორების ნაწილი პარლამენტის წინ, სცენასთან იმყოფებოდა და სცენას იცავდა, რათა ეს ტერიტორიაც არ დაეკავებინათ ძალადობრივ ჯგუფებს.

პუტინისტური ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ, მათივე "უსაფრთხოებიდან გამომდინარე". ამ დროს პარლამენტთან აქციას ძალადობრივი ჯგუფები ატარებდნენ.

20 ივნისის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დილიდან დაიკავეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების საშუალებას აღარ მისცემდნენ.

კრემლისგან მართული ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ამის შემდეგ, თითქმის რვა საათია, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ითხოვენ, ისინი დაშლას იქამდე არ აპირებენ, სანამ პარლამენტთან არ გადაინაცვლებენ და თავიანთ სცენას არ დაიკავებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები