ლარის კურსი

TBC: ერთი დოლარი 2.98 ლარი ღირს

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

TBC ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის 2.98 ლარია, ერთი ევროსი კი 3.348 ლარი.

საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარი 2.971 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 3.346 ლარი.

Bloomberg Markets-ის გაცვლითი კურსის მაჩვენებლებით, ამ დროისათვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.91 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის განახლებულ ოფიციალურ კურსს დღეს საღამოს გამოაქვეყნებს.

გუშინ ეროვნული ვალუტა დოლართან 3.08 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 2.31 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.832 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 3.1778 ლარი.

ოფიციალური კურსით, ორი თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 10 თეთრითაა გაუფასურებული. გაზაფხულზე გაუფასურების შემდეგ, ლარს ივნისის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები