ავიაცია

ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი წლის პირველ ნახევარში 55.4%-ით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: kutaisiairport.ge

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 18.24%-ით გაიზარდა და თითქმის 2.5 მილიონს გაუტოლდა.

2019 წლის პირველ ექვს თვეში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 364 834 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130 060-ით, ანუ 55.4%-ით მეტია.

რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, დედაქალაქიდან მგზავრთნაკადი წლის პირველ ნახევარში 11.64%-ით გაიზარდა - შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი 1 870 082 მგზავრს მოემსახურა. გაიზარდა ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადიც - გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, წელს აეროპორტის მომსახურებით 30.03%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ქართულ აეროპორტებში რეისების ზრდამ 13.32% შეადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები