ამბროლაურის აეროპორტი

წელს ამბროლაურის აეროპორტმა 599 მგზავრი მიიღო

ამბროლაურის აეროპორტი
FB ამბროლაურის აეროპორტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამბროლაურის აეროპორტმა 2019 წლის პირველ ექვს თვეში 599 მგზავრი მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტის მგზავრთნაკადი 187-ით გაიზარდა.

კიდევ ერთი ადგილობრივი დანიშნულების, მესტიის აეროპორტი წლის პირველ ნახევარში 3 477 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 851 მგზავრით მეტია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ქართულ აეროპორტებში რეისების ზრდამ 13.32% შეადგინა.

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 18.24%-ით გაიზარდა და თითქმის 2.5 მილიონს გაუტოლდა.

ამბროლაურის აეროპორტი 2017 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებდა.

კომენტარები