ლარის გაუფასურება

ისტორიული ანტირეკორდი - ერთი დოლარი 2.9096 ლარი ღირს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკი 9 ივლისის ვაჭრობის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დოლართან მიმართებით ლარი 7.76 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 8.21 თეთრით.

ამგვარად, 10 ივლისს ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9096 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.2599 ლარი.

ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

ოფიციალური კურსით, ორი თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 7 თეთრითაა გაუფასურებული. გაზაფხულზე გაუფასურების შემდეგ, ლარს ივნისის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები