ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 7.76 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 8.21 თეთრით

ტაბულა

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარი ხვალ 2.9096 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.2599 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ გუშინდელთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 7.76 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 8.21 თეთრით.

ორივე შემთხვევაში, ლარის კურსი ისტორიულად დაბალია.

ბრიტანული ფუნტი ოფიციალური კურსით 3.6277 ლარია, თურქული ლირა კი 0.5102 ლარი.

ოფიციალური კურსით, ორი თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 7 თეთრითაა გაუფასურებული. გაზაფხულზე გაუფასურების შემდეგ, ლარს ივნისის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.

კომენტარები