სირცხვილია - აქცია პარლამენტთან

სირცხვილია 20.0 - პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. პარლამენტის შენობასთან აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები იკრიბებიან.

პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილია" უკვე მეოცე დღეა იმართება. მომიტინგეები კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, 20 ივნისის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან და აქციის დარბევის გამო შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, თუმცა, 8 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დილიდან დაიკავეს და განაცხადეს, რომ მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების საშუალებას აღარ მისცემდნენ.

კრემლისგან მართული ძალების მობილიზების მიუხედავად, პროტესტის მე-19 დღეს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მაინც დაიგეგმა. აქტივისტები პუშკინის სკვერთან შეიკრიბნენ და ამის შემდეგ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ. პოლიციამ მათ უთხრა, რომ "მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე", პარლამენტთან აქციას ვერ ჩაატარებდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას დილამდე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ითხოვენ, პარლამენტთან ძალადობრივი დაჯგუფებები იყვნენ მობილიზებული. დილით პოლიციამ კორდონი დაშალა და "სირცხვილიას" მონაწილეებმა პარლამენტთან მოსვლა მოახერხეს.

კომენტარები