20 ივნისის საქმე

გიგი უგულავა 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივა

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, 20 ივნისის აქციის ღამესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ხვალ, 10 ივლისს მივა. 

ამის შესახებ უგულავამ Facebook-ზე დაწერა. 

"ეგრე რა ძლივს! მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე. იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლო"- წერს უგულავა. 

უგულავამ 5 ივლისს ჟურნალისტებთან გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ის კოლეგებთან ერთად რამდენიმე დღით გერმანიაში მივლინებით მიემგზავრებოდა და მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე თბილისში დაბრუნების შემდეგ მივიდოდა. 7 ივლისს თბილისში დაბრუნების დროს უგულავამ რუსთავი 2-თან ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ის ამბობდა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის დაკითხვაზე მივიდეს მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს პროვოკაციების მოწყობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. შსს-მ გამოძიების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ გამოკითხვაზე დაიბარებდნენ ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს. მოგვიანებით, პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალიც წარუდგინა. ენმ-ის დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა, ასევე, გაუკეთდა ელექტრონული სამაჯური.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები