მირზა სუბელიანი

მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" სუბელიანის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, თუ როდის და რამდენი ხნით მიდის სუბელიანი მონასტერში, ეს მისი ადვოკატისთვის უცნობია.

ცნობისთვის, მირაზა სუბელიანმა საპატიმრო 8 ივლისს დატოვა. სუბელიანს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს, მირზა სუბელიანს ხორავას ქუჩის საქმეზე 1 წლით და 1 თვით პატიმრობა 2018 წლის ივლისში მიუსაჯა. ის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2018 წლის 8 ივნისს დააკავეს. 

პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეიქმნა და 3 თვის განმავლობაში მინისტრები, ექსპერტები, პროკურატურისა და შსს-ის წარმომადგენლები და მოწმეები გამოკითხა, მომზადებული დასკვნით, მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით.

საგამოძიებო კომისია მიუთითებდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებისას "საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მ.კ., ა.ს. და სხვა ფიგურანტები". 

2018 წლის 14 ოქტომბერს რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ. 

ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

სუბელიანი ჩანაწერებში ასევე ამბობდა, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.

სუბელიანი საუბრობდა იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით, ერთი წელს პატიმრობაში გაატარებდა, ერთ წელს კი - პირობით მსჯავრს მოიხდიდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები