კრიმინალი

ვარკეთილში, კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი

flickr

წუხელ, ვარკეთილში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათგან ერთს, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში).

"სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, - აცხადებს უწყება.

კომენტარები