საქართველო-რუსეთი

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავს

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ფრენებზე ემბარგოს გაუქმებას არ გამორიცხავს. მინისტრმა ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტს" განუცხადა.  

"თუ საქართველოში სიტუაცია დარეგულირდება, შეწყდება რუსოფობია და გვექნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტია, ჩვენ ვისაუბრებთ ფრენების აღდგენაზე,"-განაცხადა სერგეი ლავროვმა.  

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია. 

კომენტარები