ნაგოია ბაშოზე მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ბრძოლა წააგო. ლევან გორგაძის მეტოქე მაეგაშირა დაიეიშო იყო, რომელმაც ქართველს ოშიდაშის ილეთით სძლია.
ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 0:4-ზე გაუხდა. აღსანიშნავია, რომ მას მუხლისა და მხრის ტრავმები აქვს.