აშშ-დიდი ბრიტანეთი

აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, რომელსაც ტრამპმა "ძალიან სულელი" უწოდა, თანამდებობა დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, სერ კიმ დაროქმა, რომელსაც დონალდ ტრამპმა "ძალიან სულელი" და "პომპეზური მასხარა" უწოდა, თანამდებობა დატოვა.

ტრამპის კომენტარები მისი იმეილების გავრცელებას მოჰყვა, რომლებშიც მან ტრამპის ადმინისტრაციას "მოუქნელი", "უუნარო" და "გამორჩეულად დისფუნქციური" უწოდა. მოპარული იმეილები კვირას გავრცელდა.

სერ კიმ დაროქმა თქვა, რომ ამ სკანდალის შემდეგ გავრცელების შემდეგ მისთვის ელჩის პოსტზე მუშაობა შეუძლებელი გახდა.

ტრამპმა მასთან ერთად ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეიც გააკრიტიკა:

"ბრიტანეთის ექსცენტრიული ელჩი, ძალიან სულელი პიროვნება, არ არის ის, ვისთანაც მუშაობა მიხარია. მან საკუთარ ქვეყანას, პრემიერმინისტრ მეის უნდა ესაუბროს ბრექსითის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და არ უნდა იყოს აღშფოთებული ჩემი კრიტიკით იმის თაობაზე, თუ რა ცუდად გაუმკლავდნენ ამას. მე ტერეზა მეის ვუთხარი როგორ მოეგვარებინა ეს, მაგრამ მან თავისი სულელური გზა გააგრძელა და ვერ დაასრულა. კატასტროფა! მე არ ვიცნობ ელჩს, მაგრამ მეუბნებიან, რომ პომპეზური მასხარაა. უთხარით მას, რომ აშშ-ს ახლა აქვს საუკეთესო ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები მსოფლიოში და ეს მხოლოდ იზრდება და მტკიცდება. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!" დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმინისტრის პოსტზე მეის შემცვლელად წამოყენებულმა კანდიდატმა ჯერემი ჰანტმა თქვა, რომ ტრამპის კომენტარები უპატივცემულობას გამოხატავს მეისა და დიდი ბრიტანეთის მიმართ.

"მეგობრები პირდაპირ საუბრობენ, ამიტომ მეც ასე მოვიქცევი: ეს კომენტარები არასწორია და უპატივცემულობაა ჩვენი პრემიერმინისტრის და ჩემი ქვეყნის მიმართ. თქვენი დიპლომატები პირად მოსაზრებებს აცნობენ პომპეოს და ასე იქცევიან ჩვენებიც." დაწერა მან.

მოპარული იმეილების გავრცელების შემდეგ ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის, ლაიამ ფოქსის შეხვედრა აშშ-ის ვაჭრობით მდივანთან, უილბურ როსთან, რომელიც სამშაბათს იყო ჩანიშნული, გადაიდო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები