გიორგი გაბუნიას გინება

მარშანია თადუმაძეს: სად ბრძანდებით? რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია?

0 კომენტარი

პატრიოტთა ალიანსის წევრი, ადა მარშანია საკუთარ Facebook გვერდზე მოქმედ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს მიმართავს კითხით, თუ რატომ არ არის რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაპატიმრებული.

"თადუმაძე აუუუ! არსებობთ როგორც პროკურორი საერთოდ ქვეყანაში? სად ბრძანდებით? რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია? ამ საქმეში მხოლოდ პუტინის გინების პრობლემაა? ჩვენ, საზოგადოებას შეურაცხყოფა არ მოგვაყენეს?! თუ ბელადის ბრძანებას ელოდებით?!" - წერს ადა მარშანია.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები