ლარის კურსი

ერთი დოლარი 2.85 ლარი ღირს - ეროვნული ვალუტა 5.54 თეთრით გამყარდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 5.54 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 5.72 თეთრით.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.8542 ლარი ღირს, ერთი ევრო კი - 3.2027.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

გაზაფხულზე გაუფასურების შემდეგ, ლარს ივნისის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებას განაგრძობს. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარმა ანტირეკორდი მოხსნა - გუშინ ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 2.9096 ლარი ღირდა, ერთი ევრო კი 3.2599 ლარი.

კომენტარები