უბედური შემთხვევა

ურეკში უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი ზღვაში დაიხრჩო

beacon.ge

ურეკში უცხო ქვეყნის მოქალაქე ზღვარი დაიხრჩო. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. 

სააგენტოს ცნობით, უცხოელი ცოლ-ქმარი ზღვარი ერთად ცურავდა, რა დროსაც კაცი გაუჩინარდა. ქალმა 112-ში დარეკა და წყალში მყვინთავები შევიდნენ, თუმცა კაცის ცხედარს ვერ მიაგნეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. მოგვიანებით კი, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, ერთ კილომეტრში ცხედარი წყალმა გამორიყა და ის მაშველმა იპოვა. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები