დონალდ ტუსკი საქართველოში

დონალდ ტუსკმა კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა

0 კომენტარი
დონალდ ტუსკი ფოტო: Reuters

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

"მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: "ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს და ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია",- ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი.",- ამბობს ტუსკი.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და პოლონეთის, სომხეთის, შვედეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები