რუსული ოკუპაცია

ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის ბანერს ფეხით გადაუარეს

რუსთავი 2

ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად ფეხით გადაუარეს. აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება. კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის პირები გამოდიან.  

ბათუმის აქციას თბილისიდან უკვე შეუერთდნენ ანტისაოკუპაციო აქციის წევრები. მათი თქმით, აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ გავრილოვის ღამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პასუხს არ აგებს და თანამდებობას არ დატოვებს.  

კომენტარები