საქართველო-რუსეთი

"სირცხვილიას" 22-ე დღეს ისტორიკოსები, ექსპერტები ოკუპაციის 200 წლიან ისტორიაზე ისაუბრებენ

Facebook

11 ივლისს აქციის "სირცხვილია" 22-ე დღეს საქართველოს მოქალაქეები, ისტორიკოსები და ექსპერტები ისაუბრებენ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის 200 წლიან ისტორიაზე.

აქციის ორგანიზატორთა დაანონსებული ღონისძიების ინფორმაციაში ვკითხულობთ რომ, "თუ სახელისუფლებო შტოები თავად არ ზრუნავენ დაამსხვრიონ მტრის ნარატივი საქართველოს ისტორიის შესახებ, ამას სამოქალაქო საზოგადოება თავად გააკეთებს!"

"იმ დროს, როდესაც ვლადიმერ პუტინი ისტორიის გადაწერას ცდილობს, ხოლო მთავრობა მის მიერ მოთხრობილ ფაქტობრივ ტყუილებს, ფაქტების ინტერპრეტაციასა და სუბიექტურ შეფასებას უწოდებს, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება თავს ვალდებულად ვთვლით, მოვყვეთ სიმართლე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

ჩვენ ვნახეთ, როგორ ცდილობს მთავრობა "გავრილოვის ღამის" შესახებ ფაქტების გაყალბებას - სახელისუფლებო ძალები და სამთავრობო პროპაგანდისტული მედია უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლიან დარბევას." - ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა მიერ დაანონსებულ Facebook ღონისძიების ინფორმაციაში.

ორგანიზატორთა და მომიტინგეთა თქმით, სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობა 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.

აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება.

კომენტარები