პატრიოტთა ალიანსი

სირცხვილიას ორგანიზატორი: პატრიოტთა ალიანსი პარლამენტთან იკრიბება, ეს არის გახარიას პასუხი

პატრიოტთა ალიანსის აქტივისტები პარლამენტის წინ მივიდნენ - ამის შესახებ აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ facebook-ზე დაწერა. 

"პატრიოტთა ალიანსის აქტივისტები მივიდნენ პარლამენტის წინ ახლა, დღეს აქ ჩვენ ვატარებთ აქციასო. მალე ლიდერებსაც ელოდებიან. ეს არის გიორგი გახარიას პასუხი, ტვ პირველის სტუდიასთან დადეგმილ საპროტესტო აქციაზე",- წერს რუხაძე. 

11 ივლისს აქციის "სირცხვილია" 22-ე დღეს საქართველოს მოქალაქეები, ისტორიკოსები და ექსპერტები რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის 200 წლიან ისტორიაზე გეგმავენ საუბარს. 

ცნობისთვის, დღეს, 20:00-ზე გიორგი გახარია Tv პირველის კითხვებს უპასუხებს. შს მინისტრი გადაცემის "რეაქცია" სტუმარი იქნება. 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, ეს შს მინისტრის პირველი სატელევიზიო ინტერვიუა. 

კომენტარები