აქცია პარლამენტთან

აქციის ორგანიზატორები გახარიას გადადგომამდე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავენ

პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია 22-ე დღეა მიმდინარეობს. მომიტინგეები კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ისინი ტელეკომპანია პირველის ეთერში გიორგი გახარიას გამოსვლას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ გახარიას გადადგომამდე მთავრობასთან მოლაპარაკებებს არ აპირებენ.

"აქეთ გვადანაშაულებს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ბოლომდე ვიდგებით. წინადადება გააჟღერა, რომ აქციის ორგანიზატორებსო ვიწვევ მოლაპარაკებების მაგიდაზეო. მაგრამ ჩვენი გაცხადებული პოზიცია ბოლო 22 დღის განმავლობაში არის ის, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში არ შევდივართ მანამ, სანამ გახარია არ წავა." მიმართა მომიტინგეებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.

ტელეკომპანია პირველზე, გადაცემა "რეაქციაში" გიორგი გახარიამ აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს მოუწოდა

"მაშინ, როდესაც შენ თვლი, რომ მოქმედებ ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა შენ ხარ თანამდებობაზე, იკავებ რაიმე პოზიციას, დგახარ აქციაზე, ხარ პოლიციაში, ხარ ჯარისკაცი, როდესაც შენ თვლი, რომ შენი ქმედება განპირობებულია არა შენი სუბიექტური ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საყოველთაო, საზოგადოებრივი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, რომ ვუსმინოთ ერთმანეთს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ ახალგაზრდებთან, თუნდაც დღეს, სტუდიაში რომ დაუძახოთ, ვინც გარეთ დგას, მათ წარმომადგენელბს და ვესაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა."

გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს ტელეკომპანია პირველის წინაც.

კომენტარები