შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ოპოზიციონერი ლიდერები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძე ხვალ, 12 ივლისს, 12:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

ინფორმაცია "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამ და 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლებით მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამეზე გამოძიება.

კომენტარები