ალექსანდრე ახალაძე

ოცნების დეპუტატი: ხელით დაფარული თვალი მახსენებს ტკივილს, ცისფერებს და გახარიას გმირობას

ტვ რიონი

"ჟესტი - ხელით დაფარული თვალი - მუდამ გაგვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს! ასევე, გახარიასა და პოლიციელთა გმირობას," - ქუთაისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ალექსანდრე ახალაძე სოციალურ ქსელში 20 ივნისი ღამეს აფასებს და პოსტს აქვეყნებს. 

ტაბულა დაუკავშირდა საკრებულოს დეპუტატს და ახალაძემ დაადასტურა, რომ პოსტი ნამდვილად მას ეკუთვნის ასევე აღნიშნა, რომ გახარიას გმირობა იყო, რომ არ დაუშვა პარლამენტის შტურმით აღება. 

"ცისფერებში ვგულისხმობ, როგორც თავად ეძახიან თავის თავს "ელგებეტეს" აქტივისტებს,  როგორც იქცევიან კი ხედავთ, კონსტიტუციას შეურაცხყოფენ, კონსტიტუციაში რა გვიწერია იცით?! ის რომ, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, თავიანთ სექსუალურ ურთიერთობებს უკეთებენ პოზირებას და აგიტაციას, რაც ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მიუღებელია. აფარებული ხელი, მე პირადად მახსენებს "ელგებეტე" პრაიდის მოწოდებებს და აქციებს, იმ დამნაშავე პარტიის ხელმძღვანელებს, რომლებიც თეთრ პერანგებში იყვნენ გამოწყობილი და სწორად აღელვებულ ახალგაზრდებს შეუცვალეს, თავიანთი მაქინაციური აზროვნებით, გონება და გახადეს ახალგაზრდები ეგზალტირებული, რომ შტურმით აეღოთ პარლამენტი. რაც მოხდა, ეს ყველაფერი იყო ამაზრზენი, მაგრამ მახსენებს იმ გმირ პოლიციელებს, რომლებმაც არ დაუშვეს სახელმწიფოში გადატრიალება. შესაძლებელი იყო, რომ სამოქალაქო ომი ყოფილიყო. პოლიციამ დაიცვა პარლამენტი შტურმისგან და გმირობა იყო, რომ არ არის სამოქალაქო ომი დღეს. ასე კატეგორიულად ნუ სვამთ საკითხს, რომ გახარიამ და პოლიციელებმა დათხარეს თვალები მოქალაქეებს. როდესაც შტურმზე მიდის ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი ყველამ იცის, რომ იქ შესაძლებელია მოხდეს თვალში მოხვედრაც, კაცის მკვლელობაც, მსხვერპლიც და ყველაფერიც და ამაზე მიდიან შეგნებულად ისევე როგორც ომში," - მბობს ახალაძე.

[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ახალაძის FACEBOOK გვერდზე ეს პოსტი აღარ იძებნება. 

კომენტარები