საგანგებო სიტუაციები

მაშველებმა რაჭაში ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი, ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს.

გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ცნობით, ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილებას ვერ ახერხებდა. 

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ მაშველებმა ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეორე მხარეს ამ დრომდე საკუთარი სურვილით, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 პიროვნება და 2 მანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზის გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაწმენდის სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

კომენტარები