უკრაინა

გიორგი გაბუნიას შემდეგ, პუტინს უკრაინელმა ტელეწამყვანმაც აგინა

გიორგი გაბუნიას შემდეგ, ვლადიმერ პუტინს უკრაინელმა ტელეწამყვანმაც აგინა.  

"კანალ 24-ის" წამყვანმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა. არტიომ ოვდიენკომ "რუსთავი 2-თან" ტელეხიდი 12 ივლისს დააანონსა და თქვა, რომ მათ ბევრი აქვთ განსახილველი და უნდა განიხილონ კიდეც ქართველ ძმებთან.  

"ჩემი კოლეგები რუსთავი 2-დან არ მომცემენ მოტყუების საშუალებას, პუტინ, შენ ხუილო ხარ. რაც უფრო მალე გიხილავთ კუბოში და თეთრ ფაჩუჩებში, მით უფრო მეტ საფერავსა და წინადადალს დავლევთ ერთად, ამ ბედნიერი დღის აღსანიშნავად. სანამ ბოტოქსს შენი ტვინი ბოლომდე არ შეუჭამია, ახსენი, რატომ მოძვრები ჩვენკენ? რატომ ვერ ზიხარ წყნარად, შენს მოფლეთილ უკანალზე, რას მოძვრები და მოძვრები ჩვენკენ – უკრაინაში? საქართველოში? და მოლდოვაში?"-ამბობს არტიომ ოვდიენკო.  

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. 

კომენტარები