რუსეთი

რუსეთში პერმის ეპარქია შაურმის კაფეს რელიგიური გამოსახულების გამოყენებისთვის უჩივლებს

0 კომენტარი
ფოტო: shaurmanezagorami

რუსეთში ურალში ქალაქ პერმში ადგილობრივი ეპარქია კაფეს რეკლამაში რელიგიური გამოსახულების გამოყენებისთვის უჩივლებს.

კაფემ 'ნე ზა გორამი' სოციალურ ქსელში გაავრცელა 'ღვთაებრივი შაურმის' რეკლამა, სადაც "შეურაცხმყოფელ" სურათში ნახევრად შიშველი მოდელის შარავანდედზე შაურმებია დატანილი და მკერდის დასაფარად მას სენდვიჩი უჭირავს ხელში. 

მართალია, რეკლამა უკვე წაშალეს, თუმცა ადგილობრივ ეპარქიაში ამბობენ, რომ კაფის მეპატრონის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადებას შეიტანდნენ. 

"ჩვენ ადეკვატურ პასუხს გავცემთ ამას. შაურმა მუსლიმური კერძია. რატომ იყენებენ ისინი ჩვენ რელიგიას?" - იკითხა პერმის ეპარქიის სპიკერმა ანდრეი ლიტოვკამ

ეროვნული ანტიმონოპოლიური ორგანიზაციის პერმის ფილიალში თქვეს, რომ ისინი კაფის დარღვევებს გამოიძიებდნენ.

მთავარეპისკოპოს დმიტრი სმირნოვის თქმით, ის ეწინააღმდეგებოდა მსგავს რეკლამას, თუმცა "ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა".

კაფის მფლობელმა ვერონიკა ბურდინამ თქვა, რომ ისინი არატრივიალური რეკლამის შექმნას ცდილობდნენ - "ინტერნეტ სივრცეში ბევრი ისეთი ფრაზა არის დამკვიდრებული, როგორიც, მაგალითად, ღვთაებრივი შაურმაა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები