საპროტესტო აქცია პარლამენტთან

სირცხვილია 23.0 - პარლამენტთან აქცია დაიწყო

ტაბულა

პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილია" უკვე 23-ე დღეა იმართება. მომიტინგეები კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

"პროტესტის 23-ე დღე. გუშინ, "რეაქციის" პირდაპირ ეთერში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უტიფრად გაავრცელა მრავალი ტყუილი "გავრილოვის ღამესთან" დაკავშირებით.

მან აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მისი გაცემულია, თუმცა, დანარჩენ საკითხებზე ცდილობს, თავს მოგვახვიოს სიცრუე და დაამახინჯოს ფაქტები.

პროტესტის 23-ე დღეს, ჩვენ ვისაუბრებთ გახარიას ტყუილებზე. გახარია უნდა გადადგეს!" - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

კომენტარები