დიდი ბრიტანეთი-საქართველო

ბრიტანეთის ელჩი სვანეთზე: სუნთქვისშემკვრელი სილამაზე #ვაიმე

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ჯასტინ მაკკენზი, სვანეთში მოგზაურობის ფოტოებს საკუთარ ტვიტერის გვერდზე აქვეყნებს წარწერით; - "სუნთქვისშემკვრელი სილამაზე". 

ჯასტინ მაკკენზი კამპანიაში "გაატარე ზაფხული საქართველოში" [#spendyoursummeringeorgia] ჩაერთო და სხვებსაც მოუწოდებს საქართველოში დასვენებისკენ.

21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები თუ სახელმწიფო მოღვაწეები სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს რუსი ტურისტებით გამოწვეული დანაკლისი.

კომენტარები