Facebook

სავარაუდოდ, Facebook-ს 5 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმებენ

Reuters

აშშ-ის მედიის ინფორმაციით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის შენახვის პრობლემების გამო Facebook-ს 5 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმებენ. ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) იძიებს ბრალდებას იმის შესახებ, რომ Facebook-მა 87 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია ამჟამად გაუქმებულ ბრიტანულ პოლიტიკურ საკონსულტაციო ფირმას Cambridge Analytica გაუზიარა.  

გამოძიებამ გადაამოწმა დაირღვა თუ არა Facebook-სა და მარეგულირებელს შორის არსებული 2011 წლის შეთანხმება. ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გადაწყვეტილება 3-ით 2 ხმის წინააღმდეგ მიიღო.

Facebook და ფედერალური სავაჭრო კომისია კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე დიდი სამოქალაქო ჯარიმა, რაც სააგენტოსთვის გადაუხდიათ. 

"ეს ჯარიმა Facebook-ის ყოველწლიური შემოსავლების ნაწილია. მათ ეს არ დააფიქრებს თავიანთ პასუხისმგებლობაზე, რომ დაიცვან მომხმარებლების მონაცემები," - აღნიშნა კონგრესის ანტიმონოპოლური პანელის თავმჯდომარემ, დემოკრატმა დევიდ სისილინმა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Facebook-ის ბრუნვამ 15.1 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო წმინდა შემოსავალმა 2.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები