აქცია სირცხვილია

საქართველოს სამსახურში - სირცხვილია 24.0 - პარლამენტის წინ აქცია განახლდა

ტაბულა

საქართველოს სამსახურში - სირცხვილია 24.0 - პარლამენტის წინ აქცია განახლდა

მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, უკვე 24 დღეა, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

"ჩვენი პროტესტის ურყევი და უკომპრომისო მოთხოვნაა შს მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომა.

მინისტრს, რომელმაც გაფრთხილების გარეშე, ჩავლილ საფრთხეზე გასცა აქციის დაშლის ბრძანება და დაქვემდებარებულ ძალოვნებს ხელებაწეული ხალხის რეზინის ტყვიებით დაშლა უბრძანა - ვერ ექნება საზოგადოების ლეგიტიმაცია", -- წერია აქციის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ აღწერაში. 

მაკა ჩიჩუა 13 ივლისის აქციაზე "სირცხვილია 24,0"
ფოტო: ტაბულა

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 24 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები