ჯინჯერ და ჯორჯ ბრაუნები 1959 წლის 6 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილმა, ცოტა ხნის წინ, ქორწინების 60 წლის იუბილე აღნიშნა.
ებიგაილ ლიდიკმა, რომელიც Abigail Gingerale Photography-ს მფლობელია და მათი შვილიშვილი, ბებია-ბაბუას ფოტოსესია მოუწყო.
"მე მინდოდა მათთან გამეტარებინა დრო, მათთვის განსაკუთრებულად მეგრძნობინებინა თავი. დილა მშვიდობისა ამერიკა. მათ უბრალოდ უყვართ შვილიშვილები და ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ მათი ბედნიერებისთვის. ეს ძალიან სასიამოვნო იყო"- ამბობს ებიგეილი.
78 წლის ჯინჯერს და 83 წლის ჯორჯს 4 შვილი, 18 შვილიშვილი და 19 შვილთაშვილი ჰყავთ. ისინი 26 წლის წინ გადავიდნენ ჩრდილოეთ კაროლინაში თუმცა, საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად მშობლიურ სახლში დაბრუნდნენ.