საფრანგეთი

მაკრონის თქმით, საფრანგეთი კოსმოსური თავდაცვის სამეთაურო შტაბს შექმნის

0 კომენტარი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი კოსმოსური თავდაცვის სამეთაურო შტაბს შექმნის. 

მისი თქმით, ახალი შტაბი სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას. მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი კოსმოსური თავდაცვის დანაყოფის შექმნაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.

"ქვეყნის კოსმოსური პოტენციალის განმტკიცებისთვის სექტემბერში სისი კოსმოსური სარდლობა შეიქმნება, რომელიც დროთა განმავლობაში სამხედრო-საჰაერო კოსმოსურ ძალებად გარდაიქმნება. ჩვენ შევისწავლით კოსმოსში არსებულ სიტუაციას, გავეცნობით და უკეთ შევძლებთ ჩვენი თანამგზავრების დაცვას"- ამბობს მაკრონი

ცნობისთვის, 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანას შეიარაღებული ძალების ახალი დანაყოფი - კოსმოსური ძალები სჭირდება. მან პენტაგონს სამხედრო კოსმიური ძალების შექმნა დაავალა, რომელიც 2020-ისთვის შეიქმნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები