ბასტილიის დღე

ბასტილიის დღის აღლუმის დასრულებისას ყვოთელჟილეტიანებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

REUTERS/Pascal Rossignol

მაშინ, როცა საფრანგეთი ბასტილიის აღების დღეს სამხედრო აღლუმით აღნიშნავდა, ყვითელჟილეტიანებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. 

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც შანს ელიზეზე  ტრადიციულად "შეამოწმა ჯარი" სამხედრო აღლუმის დროს, დემონსტრანტები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. 

ისინი აღლუმზე დამსწრეთა შორის იყვნენ და არ ეცვათ ცნობილი ყვითელი ჟილეტები, თუმცა სკანდირებდნენ: "ყვითელი ჟილეტები, საქმეები გაფუჭდება" და "მაკრონ, ჩვენ მოვდივართ თქვენთვის". 

როდესაც ფრანგულმა ტელეარხმა საფრანგეთის პრემიერმინისტრს, ედუართ ფილიპს დემონსტრანტებსა და მათ შესახილებზე ჰკითხა, ფილიპმა თქვა, რომ მას არაფერი გაუგია. 

აღლუმის დროს პოლიციამ გამოსაკითხად 175 ადამიანი გადაიყვანა. 

ერთ-ერთი დაკავებული ყვითელჟილეტიანის ადვოკატმა, არი ალიმიმ თვქა, რომ მსგავსი დაკავებები "პოლიტიკური ოპონენტების მეთოდებს აგონებს". 

"არც ისე დიდი ხნის წინ საფრანგეთის მთავრობა ამბობდა, რომ შოკირებული იყო რუსეთის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით, მაგრამ ახლა თავადაც ასე იქცევიან. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი ვითარების გამო, რომელიც უფრო და უფრო უარესდება". 

პოლიციას და ყვითელჟილეტიანებს შორის შეტაკებები აღლუმის ბოლოს დაიწყო, როდესაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა სცადა, ბარიკადები გაერღვია და სამანქანო მოძრაობა გადაეკეტა. ამას პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გაშვებით უპასუხა. 

ზოგიერტმა დემონსტრანტმა თქვა, რომ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციელების ალყაში იყვნენ, შემდეგ კი ავტობუსებში ასვლა აიძულეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 

ერთმა ქალმა, რომელიც ევრონიუსს გაეცნო, როგორც მერიონი, ამ "გაურკვეველი ადგილის ვიდეოც" გადაიღო. ის მიტოვებულ საწყობს ჰყავს. მისი თქმით, მათ პირადობის მოწმობები შეუმოწმეს და აქ 2 საათით დააყოვნეს. 

პარიზის პოლიციის ცნობით, შანს ელიზეზე 5:45-ზე ვითარება დასტაბილურდა. 

16 მარტის შემდეგ ყვითელჟილეტიანები საპროტესტო აქციაზე პირველად გამოვიდნენ. მარტში მათ დაწვეს მდიდრული რესტორანი Fouquet's, რომელიც ხელახლა მიმდინარე კვირას გაიხსნა. 

აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. აქციების მიმდინარეობისას დაიღუპა 7 ადამიანი. დაშავებულთა და დაკავებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გაგრძელდა. მომიტინგეების ნაწილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვს. მისი რეიტინგი დაეცა.

აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დაპირდა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის, შემცირდება გადასახადები და 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს. მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

კომენტარები