სტიქია საბერძნეთში

საბერძნეთის დასავლეთში წყალდიდობის გამო ათობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

REUTERS

საბერძნეთის დასავლეთში წყალდიდობის გამო ათობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სტიქიამ რამდენიმე დღის წინ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსგავსი რამ საბერძნეთისთვის უჩვეულოა. აქ ზაფხულობით ცხელი და მშრალი ამინდია. 

წყალდიდობამ ქალაქებთან პეტრა და ნაფპაკტოსი გზები დააზიანა, მთავარი მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. არავინ დაშავებულა, ინფორმაცია არც დაკარგულების შესახებ ვრცელდება.თუმცა, ადამიანებმა დაკარგეს სახლები და ქონება, ფერმერებმა დაკარგეს ცხოველები.

ხუთშაბათს, 11 ივლისს, შტორმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათგან 6 - ტურისტი. დაშავდა 100 ადამიანი.  

კომენტარები