ბასტილიის აღების დღე

მფრინავი სამხედრო - ინოვაცია და ტექნოლოგიები საფრანგეთის სამხედრო აღჭურვილობაში

პარიზში ბასტილიის აღების დღე ტრადიციული სამხედრო აღლუმით აღინიშნა. თუმცა, მრავალი ახალი და არატრადიციული სამხედრო აღჭურვილობით. 

მსოფლიოს ყურადღება მფრინავმა სამხედრომ მიიპყრო, რომელიც სკუტერის მსგავს მოწყობილებაზე იდგა და სწორედ მისი საშუალებით დაფრინავდა. 

ის ფრანგმა გამომგონებელმა, ფრენკი ზაპატამ შექმნა. პროექტისთვის მას 1,3 მილიონი ევროს გრანტი გამოუყვეს. 

საფრანგეთის ახალი სამხედრო ტექნოლოგიები რობოტებსაც მოიცავს. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ის ამაყობს თავისი თანამედროვე და ინოვაციური ჯარით. 

კომენტარები